არსენ ვენგერი: "არსენალო, შენ ეს შეძელი!"
არსენალი პრემიერ ლიგის ჩემპიონი 22 წლის შემდეგ პირველად გახდა. „მეთოფეებმა“ 2025-26 წლების ტიტული სამშაბათს საღამოს მოიპოვეს. მას შემდეგ, რაც ლონდონელებმა „ემირეითს სტედიუმზე“ ბარნლისთან 1:0 გაიმარჯვეს, ხოლო მომდევნო დღეს სიტიმ ბორნმუთს ვერ მოუგო. არსენალის ტრიუმფი დაადასტურა - 'მეთოფეებმა' ჩემპიონობა ერთი თამაშით ადრე გაინაღდეს.
ამ ამბავმა ჩრდილოეთ ლონდონსა და კლუბის სავარჯიშო მოედანზე ხმაურიანი ზეიმი გამოიწვია, სადაც ფეხბურთელები სიტის თამაშს ადევნებდნენ თვალყურს. არსენალის უამრავმა გულშემატკივარმა, საკუტარი გუნდის ჩემპიონობა პირველად იხილა - ბოლოს მათ ეს 2004 წელს, ლეგენდარული მწვრთნელის, არსენ ვენგერის თავკაცობით მოახერხეს.
The best time ever to be an Arsenal fan pic.twitter.com/L4A83RLGzO
— Dr Penking™ (@drpenking) May 20, 2026
არსენალო, შენ ეს შეძელი! ჩემპიონები აგრძელებენ თამაშს, როცა სხვები ჩერდებიან. ეს თქვენი დროა. ახლა კი განაგრძეთ და ისიამოვნეთ ყოველი წამით! - დაწერა არსენ ვენგერმა X-ის კომენტარებში
არსენალს შანსი აქვს, საკუთარი ისტორიის საუკეთესო სეზონი ჩაატაროს. ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ელოდება - შეგახსნებეთ, რომ პრემიერ ლიგის 14-გზის ჩემპიონს, მთავარი ევროპული ტიტული არასდროს მოუგია.