მურათ იაკინი: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების დამარცხება შეგვიძლია"
მურათ იაკინმა შვეიცარიის ნაკრები კიდევ ერთ დიდ ტურნირზე გაიყვანა. ეს ქვეყნისთვის ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. მისი რწმენა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდი თავდაჯერებით საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მის გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შორს წასვლა შეუძლია.
მურათ იაკინის ეს განცხადება ნამდვილად არ არის შინაარსს მოკლებული. შვეიცარია ცნობილია მაღალი რანგის გუნდების წინააღმდეგ გამორჩეული თამაშით. მათ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთი მერვედფინალიდან გამოაგდეს და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისთან გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. იაკინმა აღნიშნულ საკითხზე FIFA-სთანაც ისაუბრა.
Switzerland - FIFA ranking: 19th
— Olt Sports (@oltsport_) June 9, 2026
Switzerland enter the 2026 World Cup with high expectations after topping their qualifying group and building on a strong recent record under Murat Yakin. Fresh from a historic Euro 2024 quarter-final run, where they eliminated Italy, Switzerland… pic.twitter.com/bx5mAwWy6i
შვეიცარია უკვე წლებია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია საერთაშორისო ფეხბურთში. რას უკავშირდება ეს სტაბილურობა? - FIFA
ჩვენ ერთდროულად სიხარულითა და მთელი სერიოზულობით ვთამაშობთ. ის ფაქტი, რომ ზედიზედ 6 მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით, გუნდის სათამაშო ხარისხზე ბევრს მეტყველებს. დიდ ტურნირებზე კარგი სათამაშო გამოცდილებაც დაგვიგროვდა და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ღირსეული მეტოქეები ვიქნებით. - მურათ იაკინი
რა როლი აქვთ გუნდში საკვანძო მოთამაშეებს, როგორებიც არიან გრანიტ ჯაკა და მანუელ აკანჯი? - FIFA
ჯაკასა და აკანჯის მსგავსი ფეხბურთელების ყოლა მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა. მნიშვნელოვანია, რომ მხლოდ მე არ ვარ დაკავებული ახსნა-განმარტებების მიცემით. ისინი დამოუკიდებლადაც გამოთქვამენ ინიციატივას თამაშის ხარისხის გაუმჯობოსებაზე და მუდმივად ცდილობენ, გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანონ. - მურათ იაკინი
შვეიცარიას არც დიდი მოსახლეობა ჰყავს და არც შეუზღუდავი საფეხბურთო რესურსებით გამოირჩევა. რა უპირატესობას აქვს შვეიცარიას ისეთი, რაც შეიძლება, რომ სხვა გუნდებს არ ჰქონდეთ? - FIFA
შეიძლება, რომ ჩვენ ნაკრებზე ბევრს განსაკუთრებული მოლოდინები არ ჰქონდეს და ამის გამო, ერთი შეხედვით, ზეწოლაც არ იყოს ძლიერი, როგორ სხვა გუნდების შემთხვევაში. მაგრამ ჩვენთვის ეს ფაქტი არაფერს არ ცვლის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი გაგვეკეთებინა და ამ სათამაშო ფილოსოფიამ დიდი გუნდების წინააღმდეგ გამარჯვებაც მოგივტანა. მომავალშიც ზუსტად იგივეს გაკეთებას ვაპირებთ. - მურათ იაკინი
და ბოლოს, რა ხდის თქვენ გუნდს განსაკუთრებულს? - FIFA
ჩემი აზრით, დიდი გუნდი პირადი ეგოსგან დაცლილი მოთამაშეების საფუძველზე შენდება. ასეთ მოთამაშეებს თავიანთი გუნდურობით, ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ. შვეიცარიის ნაკრებში, ყველა მოთამაშე გუნდს აყენებს პირველ ადგილზე და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. - მურათ იაკინი
შვეიცარია მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც კატარის, ბოსნიისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მუნდიალის პირველ მატჩს შვეიცარია 13 ივნისს, კატარის წინააღმდეგ გამართავს.