აფრიკის საუკეთესო მსაჯს მსოფლიოზე მუშაობის უფლება არ მისცეს
22 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სომალელი მსაჯი, ომარ არტანი, მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. მას აშშ-მ ტურნირის დროს სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა. არტანი, 2025 წელს, აფრიკის საუკეთესო მსაჯად დასახელდა და ის პირველი სომალელი გიქნებოდა, ვინც მუნდიალზე იმსაჯებდა.
ეს ამბავი ფიფამაც დაადასტურა. 34 წლის მსაჯი მაიამის აეროპორტიდან უკან, სტამბოლში გააბრუნეს.
ფიფა არ არის ჩართული მასპინძელი ქვეყნის იმიგრაციის პროცესებში, მათ შორის ვიზების განხილვაში და ხელისუფლებამ გვაცნობა, რომ ბატონი არტანის სტატუსი ამჟამად არ შეიცვლება.
ფიფას წინა ღონისძიებების შესაბამისად, მასპინძელი მთავრობა საბოლოოდ განსაზღვრავს, თუ ვინ მიიღებს ვიზას და ვინ დაიშვება მის ქვეყანაში. - ვკითხულობთ ფიფას განცხადებაში
O somali Omar Artan, o melhor árbitro africano no ano passado, foi impedido de entrar nos Estados Unidos e não vai arbitrar no Mundial, apesar de ter visto válido.
— B24 (@B24PT) June 9, 2026
O motivo não foi revelado, mas a Somália é um dos países na lista de 'travel ban' criada pela presidência de Trump. pic.twitter.com/JbvvaTWnis