Belive

მეორე შანსი იტალიისთვის - რა შემთხვევაში შეიძლება ითამაშოს „სკუადრა აძურიმ“ მუნდიალზე?

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოსნიასთან სენსაციური მარცხის გამო იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, 4-გზის ჩემპიონებიდან ბოლო საპლეიოფო გოლი მარკო მატერაციმ, 2006 წლის მუნდიალის ფინალში გაიტანა.

The Sun-ის ცნობით,  პლეი-ოფში სამარცხვინო შედეგის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს შანსი - თუმცა ნაკლებად სავარაუდო, რომ იტალია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე მოხვდეს და ეს შანსი ირანზე გადის.

ახლო აღმოსავლეთში, უფრო კონკრეტულად კი ირანში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ირანის ნაკრების ამერიკაში გამგზავრება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დადგა ეჭვის ქვეშ. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აშშ ირანს „უკიდურესად ძლიერ“ დარტყმას მიაყენებს, შესაბამისად დღემდე გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ირანი მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე.

‘’ირანის ინტერესებშია მსოფლიო ჩემპიონატიდან ნებაყოფლობით გამოსვლა: „ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მისასალმებელია, მაგრამ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მათთვის იქ ყოფნა მიზანშეწონილია, საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით“. - დონალდ ტრამპი

რეალურად, ირანის ჩანაცვლების რამდენიმე ალტერნატივა არსებობს: პირველი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც აზიის ზონიდან ყველაზე შორს გავიდა შესარჩევ ეტაპზე. მეორე ვარიანი, კი  იტალიის ეროვნული ნაკრებია - როგორც ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღლა მდგომი.

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, რომელსაც ტრამპთან მჭიდრო კავშირები აქვს, ამ კვირაში სცადა ამ საკითხის გადაფარვა, ის თვლის რომ ირანმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ფინალურ ეტაპზე.

შეგახსენებთ რომ ირანი მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში, ბელგიასთან, ეგვიპტესთან და ახალ ზელანდიასთან ითამაშებს და ამ ჯგუფის ყველა თამაშში აშშ-ში, კალიფორნიასა და ვაშინგტონის შტატებში გაიმართება.

სხვა სტატიები