ოფიციალურად: იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გასვლის და ზედიზედ მესამე მუნდიალის მიღმა დარჩენის შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
საგანგებო სხდომის გამართვის შემდეგ, გაბრიელე გრავინამ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
წარუმატებლობის გაგრძელების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში რადიკალური ცვლილებებისთვის ემზდებიან. აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო და დელეგაციის ხელმძღვანელი, ჯანლუიჯი ბუფონი თანამდებობას უახლოეს პერიოდში დატოვებენ.
გაბრიელე გრავინა, რომელიც პარალელურად უეფას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 2018 წლიდან მართავს. 72 წლის სპეციალისტი კარიერის განმავლობაში, კასტელ დი სანგროს და ლიგა პროს პრეზიდენტი გახლდათ, ორგანიზაციის, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.