Belive

FourFourTwo-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარე დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' მეკარე - ტიბო კურტუაა:

2023 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ, ტიბო კურტუა გამოჯანმრთელდა და დორტმუნდთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კარი მშრალად შეინახა, რეალმა კი ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო, ტიბომ ევრო 2024 გამოტოვა, მაგრამ 32 წლის მეკარემ ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები უკან მოიტოვა და ამ სეზონში საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა.- წერს FourFourTwo

რეიტინგში მეორე ადგილს ალისონი იკავებს. მესამე პოზიციაზე კი საფრაგეთის ნაკრებისა და ,,მილანის'' მეკარე, მაიკ მენიოა.

მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარე FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. ტიბო კურტუა - რეალი, ბელგია

  2. ალისონი - ლივერპული, ბრაზილია

  3. მაიკ მენიო - მილანი, საფრანგეთი

  4. ემილიანო მარტინესი - ასტონ ვილა, არგენტინა

  5. დავიდ რაია - არსენალი, ესპანეთი

  6. იან ობლაკი - ატლეტიკო, სლოვენია

  7. უნაი სიმონი - ბილბაო, ესპანეთი

  8. მანუელ ნოიერი - ბაიერნი, გერმანია

  9. ჯანლუიჯი დონარუმა - პსჟ, იტალია

  10. იან ზომერი - ინტერი, შვეიცარია

სხვა სტატიები