ლუის ენრიკე: ,,ტრანსფერებზე პრეზიდენტთან და სპორტულ მენეჯმენტთან ერთად ვმუშაობდით''
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ლე მანთან'' მატჩის წინ, მის გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:
,,როცა ვიგებთ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და როცა ვაგებთ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდი იყო. ჩემი გუნდის სტატისტიკით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა გაუმჯობესება ყოველთვის შეგვიძლია!
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო კიდევ გვაქვს, მაგრამ ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. გასული სეზონიდან მოყოლებული ტრანსფერებზე პრეზიდენტთან და სპორტულ მენეჯმენტთან ერთად ვმუშაობდით. შემადგენლობა გავაძლიერეთ და შევქმენით რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც კონკურენცია ჰქვია.
დემბელეს ფორმა? ის ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მას ერთდროულად რამდენიმე მეტოქის მოტყუება, პასის გაკეთება და გოლის გატანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ მისკენ ბურთი თავისუფალ სივრცეში მივიტანოთ. დემბელე მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც ფლანგზე, ასევე - ცენტრში.
გაახანგრძლივებს თუ არა დონარუმა კონტრაქტს? ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს...'' - ლუის ენრიკე
ხვალ, საფრანგეთის თასის მერვედფინალში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლე მანს'' ესტუმრება. მატჩი 00:10 საათზე დაიწყება.
🎙️ Luis Enrique: "We can always improve"#LMFCPSG | #CDF https://t.co/vB09m0GCEp
— Paris Saint-Germain (@PSG_English) February 3, 2025