Belive

ლივერპული Vs პსჟ - გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულს'' ესტუმრება.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. წინა შეხვედრის მსგავსად, პარიზული კლუბის თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია:

,,პსჟ-ის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

,,ლივერპულის'' სავარაუდო შემადგენლობა:

ალისონი - არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, ელიოტი, სალაჰი, დიასი, ნუნიესი.

,,ლივერპულსია'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. გუნდების პირველი მატჩი ,,მერსისაიდელთა'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები