"კარიერის ინტერში დასრულება მსურს, თუ არ გამაგდებენ სულ აქ დავრჩები" - ლაუტარო მარტინესი
მილანის ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მას ასევე ბარსელონაში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე ჰკითხეს.
მინდა კარიერა ინტერში დავასრულო. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან, თუ გუნდიდან არ გამაგდებენ, ყოველთვის არ დავრჩები. - ლაუტარო მარტინესი
28 წლის არგენტინელმა ჰარი კეინი და ერლინგ ჰოლანდი ერთმანეთს შეადარა:
ჩემთვის ჰარი კეინი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია. მე კეინს ჰოლანდზე მაღლაც კი ვაყენებ, იმის გამო თუ როგორ აკონტროლებს ბურთს, როგორ ერთვება მატჩში და კითხულობს თამაშს და ასევე როგორ ახერხებს თავით თამაშს. კეინი ფენომენალური მოთამაშეა. - ლაუტარო მარტინესი
🚨🗣️ Lautaro Martínez: "For me, Harry Kane is the BEST striker in the world."
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 19, 2026
"I even put Kane above Haaland because of how he controls the ball, links up play, reads the game, and his heading ability... Kane is a phenomenon.” pic.twitter.com/5YUS2iHqoA
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი არგენტინული რასინგიდან ინტერში 2018 წელს გადავიდა, მას შემდეგ მილანური კლუბის მაისური 375 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 175 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 მატჩია დარჩენილი, ლაუტარო მარტინესი კი 17 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილს 13-13 გოლით კი მარკუს ტურამი, დონიელ მალენი და ანასტასიოს დოუვიკასი იყოფენ.