Belive

ინტერს რონალდ არაუხოს ფასი ეძვირა და ურუგვაელის ყიდვა გადაიფიქრა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ინტერი რონალდ არაუხოს ტრანსფერზე მუშაობას წყვეტს, Corriere dello Sport-ის ინფორმაციით იტალიური კლუბი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა, მაგრამ ბარსელონამ ცენტრალური მცველი 50 მილიონ ევროდ შეაფასა და ინტერს ეს ფასი ეძვირა.

წყაროს ცნობით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რონალდ არაუხოს ბარსელონას დატოვება არ სურს და ბლაუგრანა არ აპირებს ცენტრალური მცველის ან სხვა ნებისმიერი მოთამაშის მცირე ფასად გაყიდვას და არც მისი ფასის დაწევა სურს. იტალიური ცნობები ადასტურებენ, რომ გარიგება სრულიად გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხომ თავდაპირველად კარიერა 2016 წელს ურუგვაის ახალგაზრდულ კლუბ რენტისტაში დაიწყო, შემდეგ ბოსტონ რივერში ასპარეზობდა. 2018 წლიდან კი ბარსელონას მეორე გუნდში გადავიდა, მთავარ გუნდში კი 2020 წლიდან დღემდე ასპარეზობს.

ამ ხნის განმავლობაში რონალდ არაუხომ ბარსელონას მაისური 212 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები