ითამაშებს თუ არა მბაპე ფიფა ინტერკონტინენტალის თასის ფინალში? - ანჩელოტის პასუხი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა კილიან მბაპე ,,პაჩუკას წინააღმდეგ, ფიფა ინტერკონტინენტალის თასის ფინალში:
,,კილიანმა გუშინ ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა დღევანდელ ვარჯიშზე.
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.'' - კარლო ანჩელოტი
მბაპემ ტრავმა 10 დეკემბერს, ,,ატალანტასთან'' მატჩში მიიღო, რის გამოც შაბათს ,,რაიო ვალეკანოსთან'' გამართული შეხვედრა გამოტოვა.
,,რეალსა'' და ,,პაჩუკას'' შორის ფიფა ინტერკონტინენტალის ფინალი ხვალ, დოჰაში გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.