Belive

იტალია მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა | ევროპიდან მუნდიალის ყველა გუნდი ცნობილია

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ბოსნიასთან სტუმრად 1:1 (პენ - 4:1) დამარცხდა და გუნდიალის საგზური ზედიზედ მესამედ ვერ მოიპოვა. თავის მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ასევე მოიპოვეს: თურქეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა.

  • ბოსნია 1:1 (პენ - 4:1) იტალია

  • ჩეხეთი 2:2 (პენ - 3:1) დანია

  • კოსოვო 0:1 თურქეთი

  • შვედეთი 3:2 პოლონეთი

ასევე გამთენიისას გაიმართება კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ფინალური შეხვედრებიც, სადაც კონგო იამაიკას დაუპირისპირდება, ბოლივია კი ერაყს შეხვდება.

პირველ 48-ნაკრებიან მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები