Belive

ედინ ჯეკო: "ამ გამარჯვებას ჩემს ბავშვობის მეგობრებს ვუძღვნი, რომლებიც გარდაიცვალნენ"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ბოსნიასთან სტუმრად 1:1 (პენ - 4:1) დამარცხდა და გუნდიალის საგზური ზედიზედ მესამედ ვერ მოიპოვა. თავის მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ისტორიაში მეორედ მოიპოვა ბოსნია ჰერცოგოვინამ.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა და ლეგენდამ - ედინ ჯეკომ ისაუბრა და გამარჯვება მის ბავშვობის მეგობრებს მიუძღვნა, რომელთან ერთადაც ბავშვობაში თამაშობდა.

"ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ მთელი ქვეყანა ბედნიერია და ჩვენით ამაყობს. ჩვენ შეუძლებელი შევძელით, ვიბრძოლეთ, ვიომეთ, არაფერი დავთმეთ და მიზანს მივაღწიეთ. ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა.

მინდა ეს გამარჯვება ჩემი ბავშვობის მეგობრებს მივუძღვნა, რომლებთანაც, როცა 6 წლის ვიყავი, ყოველ შუადღეს ქუჩაში ფეხბურთის სათამაშოდ დავდიოდი, ერთ დღესაც კი დედა გამიბრაზდა და მათთან ერთად სათამაშოდ არ გამიშვა, იმ დღეს ქალაქი დაბომბეს და ჩემი მეგობრები ამ ბოროტულ ქმედებას შეეწირნენ." - ედინ ჯეკო

ბოსნიამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს იასპარეზა, მეორედ კი 2026 წელს ითამაშებენ.

ედინ ჯეკო მუნდიალზე 40 წლის იქნება - აქვე შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბოსნიელი ფორვარდი, საკუთარი ქვეყნის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ჯეკოს ბოსნიის ნაკრებში 73 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები