გვარდიოლა ლიგიდან შესაძლო გამოვარდნაზე: ,,ეს ჩვენთვის კარგი არ იქნებოდა''
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ბრიუგესთან'' გასამართი შეხვედრა შეაფასა:
,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბრიუგესთან მოგება გვჭირდება. თუ ასე არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშებით. შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, რათა კიდევ 2 შეხვედრა ჩავატაროთ და პლეი-ოფის საგზური მოვიპოვოთ.
რას ნიშნავს სიტისთვის ლიგიდან გამოვარდნა? ეს კლუბისთვის კარგი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ვიცი, ყველას აინტერესებს, გავალთ თუ არა უფრო შორს და მგონია, რომ ამას შევძლებთ!'' - პეპ გვარდიოლა
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ, ,,მანჩესტერ სიტის'' 8 ქულა აქვს და პლეი-ოფის ზონას 2 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, გვარდიოლას გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ,,ბრიუგეს'' წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.