Belive

გვარდიოლა რეალთან მატჩებზე: "ეს უკვე დერბია"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი ინში 8 დაპირისპირებას ვიხილავთ, თუმცა მათგან გამორჩეული, უდავოდ, "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" თამაშებია. ეს ორი გუნდი, უკვე მეოთხე წელია ხვდებიან ერთმანეთს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. პეპ გვარდიოლამ მომავალი შეხვედრების შესახებ საინტერესო რამ თქვა.

ზედიზედ მეოთხე წელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბთან - ეს უკვე დერბია. რთული თამაშები გველოდება? ჯერ იყო "პსჟ", შემდეგ "ჩელსი", ახლა რეალი, ჩვენ უკვე დავიწყეთ რთული თამაშები, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ კარგ ფორმაში ვიქნებით.

პრემიერლიგაში ყველაფერს მაუწყებლები წყვეტენ, რის გამოც სხვას შესაძლოა ჩვენზე მეტი დასვენების საშუალება მიეცეს, ჩვენს ლიგაში გუნდებს ყველაზე რთული კალენდარი აქვთ.

- განაცხადა გუარდიოლამ

ბოლო 4 წელიწადში, მანჩესტერ სიტიმ და რეალმა 3-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამჯერად სიტი ცუდ ფორმაშია და ფავორიტად მადრიდის რეალი ითვლება, თუმცა მაშინაც კი, როცა ქალაქელების გამარჯვებას ვარაუდობდნენ, რეალი მაინც ქმნიდა უპირატესობას. წინა 3 დაპირისპირებიდან, მადრიდელებმა ორჯერ შეძლეს მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან გაგდება.

სხვა სტატიები