Belive

ემპოლი იუვენტუსთან განადგურდა | საბა გოგლიჩიძე მატჩში 59-ე წუთზე ჩაერთო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში "ემპოლი" "იუვენტუსთან" 4:1 დამარცხდა. პირველი ტაიმი მატეო დე შილიოს ერთადერთი გოლის წყალობით "ემპოლიმ" მოიგო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს, დუბლი "პსჟ"-დან გადასული რანდალ კოლო მუანის ანგარიშზეა, თითო-თითო გოლი კი დუშან ვლაჰოვიჩმა და ფრანცისკო კონსეისაომ გაიტანეს.

საბა გოგლიჩიძე შეხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 5.4 შეფასება დაუწერა, მან ბურთი 2-ჯერ მოიგერია, ერთხელ ჩაჭრა, ართმევის მცდელობა ერთხელ ჰქონდა, 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 25-ჯერ შეეხო, 20 გადაცემიდან 13 ზუსტად გააკეთა.

"ემპოლი" სერია A-ს ცხრილში 21 ქულით, მე-17 პოზიციაზეა (4 მოგება, 9 ფრე, 10 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 თებერვალს, 21:00 საათზე, "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები