Belive

თურქები ქართველ ვარსკვლავებზე ნადირობენ | უოტფორდს ოფიციალურად მიმართეს

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქული მედიის ინფორმაციით, "ტრაბზონსპორმა" "უოტფორდს", გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ტრაბზონელებს, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, რამდენიმე რგოლის გაძლიერება უნდათ და 8 ნომრის პოზიციაზე ქართველ შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძეს მოიაზრებენ.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე 11 თებერვალია, ამიტომ შეთანხმება, თუ ის შედგება, აუცილებლად დღის ბოლომდე უნდა გაფორმდეს.

ტრაბზონსპორი, თურქეთის სუპერლიგის მე-9 ადგილოსანია. შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თურქეთიდან შეთავაზებები გიორგი მიქაუტაძესა და საბა გოგლიჩიძესაც ჰქონდათ, თუმცა მათ არ ისურვეს საკუთარი გუნდების დატოვება.

სხვა სტატიები