Belive

დელ პიერო: "პრობლემა დაბალი დონის ფეხბურთელებშია - ეს სირცხვილზე მეტია"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ბოსნიასთან სტუმრად 1:1 (პენ - 4:1) დამარცხდა და გუნდიალის საგზური ზედიზედ მესამედ ვერ მოიპოვა.

სამარცხვინო მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ - ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც აშკარად ძალიან გაბრაზებულია.

დელ პიერომ აღნიშნა, რომ პრობლემა ფეხბურთელების დაბალ სათამაშო კლასშია.

51 წლის იტალიელს ეროვნულ ნაკრებში 91 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 27 გოლის გატანა და 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონობა შეძლო.

"იტალია ახლა საერთაშორისო ფეხბურთის დაცინვის ობიექტია. ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ნამდვილად უპატიებელია. როგორ შეიძლება ასეთმა ერმა მსოფლიო ჩემპიონატების მთელი თაობა გამოტოვოს?!

ოთხგზის გამარჯვებულებს მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წელია გოლი არ გაგვიტანია.

პრობლემა იმაშია, რომ ადრე მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ დღეს ფეხბურთელები ძალიან საშუალო დონისები არიან - ეს სამარცხვინოა, ასე არ შეიძლება..." - ალესანდრო დელ პიერო

სხვა სტატიები