ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა | გიორგის შეფასება პრესტონთან
იგლისის ჩემპიონშიპის 28-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "პრესტონს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ტომ კლევერლის გუნდმა, რომელმაც თითქოს ბოლო 2 ტურში ამოისუნთქა (ჯერ ფრე და შემდეგ მოგება), ისევ მარცხის გემო გაიგო. გიორგი ჩაკვეტაძემ 27-ე ტურის შეხვედრა კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა და გუშინ მინდორს დაუბრუნდა.
გიორგი უოტფორდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია, თუმცა გუშინ თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის პრესტონი უკვე 0:1-ს იგებდა, სტუმრებმა მეორე 56-ე წუთზე გაიტანეს, უოტფორდმა კი პრესტიჟის გოლის გატანა 90-ე წუთზე მოახერხა.
ჩაკვეტაძეს თავის სტანდარტებთან შედარებით დაბალი დონის მატჩი გამოუვიდა. sofascore-მა ის 6.9 ქულით, ხოლო whoscored-მა 6.3 ქულით შეაფასა.
უოტფორდი პრემიერლიგაში დასაწინაურებელ საპლეიფო ზონას შორდება და ცხრილის მე-8 პოზიციას, 41 ქულით იკავებს.