უოტფორდი ნორვიჩთან დამარცხდა | გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის 30-ე ტურის შეხვედრაში "უოტფორდი" "ნორვიჩთან" 0:1 დამარცხდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.8 შეფასება დაუწერა, ჩაკვე ბურთს 57-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 30 ზუსტად გააკეთა (88%), ერთხელ კარისკენ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა.
It ends in defeat at home. pic.twitter.com/3f3DLBOShc
— Watford Football Club (@WatfordFC) February 1, 2025
"უოტფორდი" ჩემპიონშიპის ცხრილში 41 ქულით მე-10 ადგილზეა (12 მოგება, 5 ფრე, 13 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 თებერვალს, 16:30 საათზე "სანდერლენდის" წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.