ჯორდან ჰენდერსონი თანაგუნდელზე საუბრობს
ჯორდან ჰენდერსონი, ინგლისის ნაკრების თანაგუნდელს, ჯუდ ბელინგემს იცავს და აღიარებს, რომ მისთვის "რთულად წასაკითხია" მედიის კრიტიკა, რომელიც მადრიდის რეალის ნახევარმცველისკენაა მიმართული. ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ბელინგემს უნიკალური "X-ფაქტორი" აქვს, რაც ინგლისისთვის, ჩრდილოეთ ამერიკაში მნიშვნელოვანი იქნება.
ჯუდზე, მედიაში ხშირად ბევრი უარყოფითი რამ იწერება და ამის წაკითხვა ძნელია. მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რამდენად დიდი ძალაა გუნდისთვის. რასაც ის გვაძლევს, მართლაც განსაკუთრებულია. ვფიქრობ რომ ბელინგები ჩვენი გუნდის მთავარი "X-ფაქტორია". - ჯორდან ჰენდერსონი
თავის მხრივ არც ბელინგემს დაუშურებია ჰენდერსონის მიმართ საქებარი სიტყვები. 35 წლის ფეხბურთელის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანამ, გარკვეული კრიტიკაც გამოიწვია. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ინგლისის ნაკრების არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა.
ვიცი, რომ ჰენდერსონს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ამ ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, რაზე საუბრობს. ის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. - ჯუდ ბელინგემი
Henderson defends Bellingham after recent comments 👊👇https://t.co/EzrYgAR2S2
— Hayters TV (@HaytersTV) June 15, 2026
რა როლი ექნებათ ამ ორ ფეხბურთელს წლევანდელ მუნდიალზე ამას მალე გავიგებთ. ინგლისის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრას, 18 ივნისს, ღამის 00:00 - ზე, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს.