Belive

ესპანეთის მწვრთნელი: "როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა, ვერაფერს იზამ"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი დებიუტანტის, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა. ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და კაბო ვერდემ ისტორიული ქულა მოიპოვა, თანაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ. მატჩის შემდეგ ლუის დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ეს ისეთი მატჩებია, სადაც ბევრს ქმნი, მაგრამ არ გაქვს ის სიახლე, რაც ასეთ თამაშებშია საჭირო. კაბო ვერდე ძალიან ორგანიზებული გუნდია - პრაქტიკულად 10 მცველით საჯარიმოს წინ. ასეთ დროს შეუძლებელია სივრცეების პოვნა.

გარკვეულ მომენტში, მოწინააღმდეგის ბალანსის დარღვევის მიზნით ბურთი კიდევ უფრო მეტად უნდა გვემოძრავებინა, მაგრამ თუ ბურთს კარში შესვლა არ სურს, ზოგჯერ ვერაფერს იზამ.

უკეთესი თამაშითა და რიტმით დავბრუნდებით. - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ

H ჯგუფში ეს პირველი შეხვედრა იყო. ურუგვაი და საუდის არაბეთი კი მოგვიანებით ითამაშებენ. მსოფლიოზე ჩატარებულ შეხვედრებს შორის, ესპანეთსა და კაბო ვერდეს შორის შეხვედრაში პირველი 0:0 დაფიქსირდა.

სხვა სტატიები