"არგენტინის ნაკრებს ლეონარდო ბალერდი გამოაკლდა" - RMC
არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ლეონარდო ბალერდი გამოაკლდეს, ინფორმაციას RMC SPORT არგენტინელ ჟურნალისტ ნაჩადო რივაროლაზე დაყრდნობით აქვეყნებს. წყაროს ცნობით, მარსელის 27 წლის მცველმა ვარჯიშზე ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო და სრულად გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით 1 თვე სჭირდება.
ცენტრალურმა მცველმა ტრავმა ჰონდურასის წინააღმდეგ ბოლო მოსამზადებელი მატჩის წინა დღეს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბალერდისთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო.
🇦🇷 Une sérieuse blessure à la jambe redoutée pour Balerdi, à cinq jours du Mondialhttps://t.co/VLWg2ST2hh pic.twitter.com/gCbi1GGRJv
— RMC Sport (@RMCsport) June 6, 2026
არგენტინის ეროვნული ნაკრები J ჯგუფშია, სადაც ავსტრიის, ალჟირის და იორდანიის ეროვნული ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.