Belive

ალექსანდრ ისაკს ლივერპულში თამაში სურს

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნიუკასლის" თავდამსხმელმა ალექსანდრ ისაკმა შესაძლოა ამჟამინდელი კლუბი დატოვოს და სხვა პრემიერ ლიგურ გუნდში ვიხილოთ, ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Teamtalk აქვეყნებს. წყაროს ცნობით შვედ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და თუ "ნიუკასლი" ამას ვერ შეძლებს, ის კლუბის დატოვებას და სხვა შემოთავაზებებს განიხილავს.

თავად ისაკს "ლივერპულში" თამაში სურს, ასევე მერსისაიდული გუნდიც აქტიურად აკვირდება შვედ ფეხბურთელს, რადგან დარვინ ნუნიესი ამჟამად არც თუ ისე კარგ ფორმაშია და შესაძლოა მისი შეცვლა საჭირო გახდეს .

Teamtalk-ის ინფორმაციით ალექსანდრ ისაკი ასევე განიხილება "არსენალის" საოცნებო სამიზნედ, მაგრამ მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო (120 მილიონი ფუნტი) ლონდონურ გუნდში გადასვლის შანსები დღითიდღე მცირდება.

ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედი ფეხბურთელი "ბარსელონას" მთავარი სამიზნეცაა, მაგრამ პრობლემა აქაც სატრანსფერო ღირებულებაა.

ალექსანდრ ისაკს "ნიუკასლთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები