სლოტი: ,,მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, მაინც იღბლიანები ვიქნებოდით''
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, მაინც იღბლიანები ვიქნებოდით. პსჟ ბევრად უკეთესი გუნდი იყო, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ჰქონდათ და მე-2 ნახევარშიც გვაჯობეს.
დღეს კიდევ ერთხელ დავინახე თუ რამდენად მაღალი დონის გუნდია პარი სენ ჟერმენი. ამის მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ თამაშში ვიყავით და მათთვის ზიანის მიყენება შეგვეძლო. ამის გაკეთების 3-4 შანსი გვქონდა.
ეს ჩვენთვის კარგი შედეგია, მაგრამ მეტოქის ხარისხი ვიგრძენით. ყველა სტატისტიკა აჩვენებს, რომ პსჟ ლიგის საუკეთესო კლუბი იყო. მათი ასეთი კარგი თამაში არ გამკვირვებია. ლუის ენრიკემ წარმოუდგენელი გუნდი შექმნა.'' - არნე სლოტი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.