Belive

49 დარტყმა, 2500 პასი და გოლი ვერ გააქვთ - უცნაური ფაქტები ესპანეთზე

6 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია დღეს დაფიქსირდა. ტურნირის ფავორიტმა, ესპანეთის ნაკრებმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო და თანაც, ეს პირველი შეხვედრა იყო ამ მსოფლიოზე, სადაც გოლი არ გასულა. საერთოდ, აღმოჩნდა, რომ წინა მსლოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ესპანეთს გოლის გატანის პრობლემა აქვს.

აქ მოცემულია რამდენიმე ფაქტი, რომელიც გაკვირვებას იწვევს:

2022 წელს, იაპონიასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო გოლის გატანის შემდეგ (ესპანეთი 2:1 დამარცხდა/ჯგუფის ბოლო შეხვედრაში), ესპანეთმა 49 დარტყმა განახორციელა და 2500 პასი გააკეთა ამ ტურნირზე, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მაგალითისთვის: დღეს ესპანეთმა კარისკენ 27-ჯერ დაარტყა, მაროკოსთან მერვედფინალში კი 22-ჯერ. საოცარი ისაა, რომ მაროკოსთან პენალტებში, ესპანელებმა სამივე პენალტი გააფუჭეს: თერთმეტმეტრიანები ერთმანეთის მიყოლებით პაბლო სარაბიამ, კარლოს სოლერმა და სერხიო ბუსკეტსმა ვერ გამოიყენეს (ესპანეთი მაროკოსთან პენალტებში გავარდა/ 3:0).

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს ბურთის ფლობის 74%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, კაბო ვერდე მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა - 1966 წლის მსოფლიოს შემდეგ, ეს ყველაზე ცოტა ჯარიმაა, რაც ამ ტურნირზე ერთ გუნდს აუღია. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ესპანეთს თითქმის არ აქვს სწრაფი შეტევა და მათი თამაშის უდიდესი ნაწილი დამდგარ, სტატიკურ შეტევებს ეფუძნება.

1 ჯარიმის გამომწვევი ფაქტორი ისიცაა, რომ ესპანელები არ მიმართავენ ხშირ დრიბლინგებს მაშინ, როცა უამრავი ინდივიდუალისტით დახუნძლული ნაკრებია. მაროკოსთან ესპანეთს ლუის ენრიკე წვრთნიდა, თუმცა შედეგი იგივეა, რაც დე ლა ფუენტეს გუნდში.

View this post on Instagram

A post shared by Goal (@goal)

სხვა სტატიები