Belive

კვალიფიკაციიდან მოხვედრილი მაია ხვალინსკა როლან გაროსის ფინალში გავიდა

5 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

24 წლის აუტსაიდერმა, მაია ხვალინსკამ, რომელიც მსოფლიოში 114-ე ადგილზეა და როლან გაროსის ძირითად ბადეში პირველად თამაშობს, ორ საათსა და 13 წუთში, 25-ე ნომრად განთესილ რუსს, დიანა შნაიდერს (7-6/ 6-4) მოუგო და ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ორივე მოთამაშეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ხვალინსკა ტავს სუსტად გრძნობდა, შნაიდერს კი ზურგის ტკივილი აწუხებდა.

ამ გამარჯვებით ხვალინსკა მხოლოდ მეოთხე პოლონელი ქალი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ერთეულთა ტურნირის ფინალამდე მიაღწია.

დიანა შნაიდერი დიდი სლემის ნახევარფინალში პირველად გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს პირველ ჩოგან არინა საბალენკას წინააღმდეგ დასამახსოვრებელი ქამბექი მოაწყო. ხვალინსკა კი 2020 წლის შემდეგ პირველი კვალიფიკაციიდან დამწყები იყო, რომელმაც პარიზის ნახევარფინალში გააღწია. მისმა გამარჯვებების სერიამ ის ტოპ 100-ის მიღმა ზონიდან, ტოპ 30-თან ახლოს მიიყვანა.

ბადის მეორე მხარეს ფინალში რუსი მირა ანდრეევა გავიდა, მან უკრაინელი მარტა კოსტიუკი 2 სეტში დაამარცხა.

სხვა სტატიები