იანიკ სინერი მაიამის მასტერსის გამარჯვებულია
10 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მაიამის მასტერსის 1000 ქულიანი ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა 1:14 საათიან დაპირისპირებაში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ორ სეტში 2:0 დაამარცხა.
იანიკმა პირველი სეტი 3:6 მოიგო, ხოლო მეორე სეტი უფრო დიდი ანგარიშით, თითქმის, უბრძოლველად 1:6 გაიმარჯვა.
მაიამის მასტერსის მოგების შემდეგ იტალიელი ჩოგბურთელი მსოფლიოს ATP რეიტინგის მეორე ნომერი გახდა. ის ამ შედეგით ისტორიაში შევიდა, რადგან 22 წლის იანიკი გახდა პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც საუკეთესო 2 ჩოგბურთელში მოხვდა, როგორც ATP, ასევე WTA რეიტინგების ისტორიაში.