მსოფლიოს N1 ჩოგბურთელი 3 თვე ვერ ითამაშებს - სინერი დოპინგზე ჩავარდა
მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი იანიკ სინერი დოპინგ ტესტზე ჩავარდა და ჩოგბურთის თამაში 3 თვით აეკრძალა, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (Wada) მიიღო, რადგან იტალიელი სპორტსმენი გასულ წელს 2-ჯერ ჩავარდა დოპინგზე, როდესაც მას ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩნდა, ამჯერად კი სასჯელს ვეღარ გადაურჩა.
იანიკ სინერმა დისკვალიფიკაციას თავი ვეღარ დააღწია და 9 თებერვლიდან 4 მაისამდე მას ჩოგბურთის თამაში აეკრძალა. 23 წლის იტალიელს უფლება ექნება, რომ წლის მომდევნო დიდი სლემის ტურნირზე, საფრანგეთის ღია პირველობაზე (როლან გაროსი) მონაწილეობა მიიღოს, რომელიც 19 მაისს იწყება.
World number one Jannik Sinner has accepted a three-month ban from Tennis with immediate effect after settling with WADA over positive tests in 2024. pic.twitter.com/JvXc6wQzev
— Eurosport (@eurosport) February 15, 2025
შეგახსენებთ, რომ ბოლოს იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, სადაც იტალიელმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 3 სეტში დაამარცხა (6:3, 7:6, 6:3)