2006 წლის 27 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა განა 3:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდომ გახსნა, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში მე-15 გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
8 წლის შემდეგ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიელის რეკორდი გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მიროსლავ კლოზემ გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე 16 გოლია.