რონალდომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო დარწმუნებულია, რომ წელს ,,ოქროს ბურთი'' ლეო მესის უნდა გადაეცეს:
,,მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. მისმა საჩემპიონო გზამ პელე და მარადონა გამახსენა.
ოქროს ბურთი აუცილებლად მან უნდა მოიგოს.'' - რონალდო
წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალი ორშაბათს, 30 ოქტომბერს, გაიმართება და მისი მოგების მთავარი ფავორიტი სწორედ ლეო მესია, რომელიც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.