Belive

ზურიკომ გაიტანა, მაგრამ სენტ-ეტიენი თასიდან გავარდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ნიცამ საკუთარ მოედანზე სენტ-ეტიენი მიიღო და 2:1 დაამარცხა. ნიცა, რომელიც ტურნირში სწორედ ამ შეხვედრიდან ჩაერთო, მომდევნო ეტაპზე გავიდა, სენტ-ეტიენმა კი ამ ეტაპამდე მოსასვლელად გზად 2 გუნდი დაამარცხა.

'მწვანეების' ძირითად შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი - სწორედ ქართველმა გაიტანა ერთადერთი გოლი, მან 45-ე წუთზე პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ნიცამ გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე გაიტანა. ზურიკომ მატჩი სრულად ჩაატარა და SOFASCORE-სგან (7.1 ქულა) შეფასება დაიმსახურა. ქართველის პასების სიზუსტე 89% იყო (62/55), მათ შორის 2 გამამწვავებელი გადაცემა იყო. დავითაშვილს 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ორჯერ გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრების შემტევს, მიმდინარე საკლუბო სეზონში სულ 9 გოლი აქვს გატანილი, აქედან 8 ლიგა 2-ში, სადაც პირველ ადგილს ტროას მაროკოელ ფორვარდთან, ბენტაიებთან იყოფს.

სხვა სტატიები