Belive

ზურიკო დავითაშვილმა ბორდოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, ,,ბორდოსთან'' ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დავითაშვილისთვის, რომელიც ,,ბორდომ'' რამდენიმე დღის წინ ,,დინამო ბათუმიდან'' გამოისყიდა, გასული სეზონი საფრანგეთში სადებიუტო იყო.

22 წლის ფეხბურთელმა 2022-2023 წლების სეზონში ,,ბორდოს'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები