Belive

ზურიკო დავითაშვილი: ,,შოტლანდიასთანაც გვიქომაგეთ და თქვენს იმედებს გავამართლებთ''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, კვიპროსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, ვინც გვერდში გვედგა ყველას! ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, პირველი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე და ნაკრებს წარმატებაში დავეხმარე.

შოტლანდიასთანაც გვიქომაგეთ და თქვენს იმედებს გავამართლებთ!'' - თქვა დავითაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ მატჩში სტუმრად კვიპროსი 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 20 ივნისს, შოტლანდიასთან გამართავს.

სხვა სტატიები