ზურიკო დავითაშვილი მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულისთვის ქართველს ლუმ ჩაუნასა და დემბო სილას წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა. ზურიკომ ხმების 53% დაიმსახურა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ "ბორდოს" მაისური 29-ჯერ მოირგო და 5 გოლის გატანაც შეძლო.