ზურიკო დავითაშვილს ტრავმა აქვს და უცნობია ითამაშებს თუ არა მომდევნო ტურში
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ითამაშებს თუ არა სენტ-ეტიენის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი რეიმსის წინააღმდეგ ჯერჯერობით უცნობია. 24 წლის შემტევმა წინა ტურის შეხვედრა, რომელიც ფრანგულმა გუნდმა კლერმონთან გამართა ტრავმის გამო გამოტოვა.
გავრცელებული ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილი ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, რადგან მას ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო მატჩშიც მისი მონაწილეობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
შეგახსენებთ, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 2-ში ასპარეზობს და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით პირველ ადგილზეა (3 მოგება, 2 ფრე). ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონის 4 მატჩში უკვე ითამაშა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.
სენტ-ეტიენი რეიმსს 20 სექტემებერს, 22:00 საათზე დაუპირისპირდება.