ზურიკო დავითაშვილის შეფასება რედ სტარის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრაში რედ სტარმა სენტ ეტიენი 2:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილმა გოლის გატანა 72-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან მოახერხა, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მან 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთში გაიმარჯვა, ბურთს 66-ჯერ შეეხო, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 გამოდგა წარმატებული, 48 გადაცემიდან 41 ზუსტი იყო (85%), კარში 2-ჯერ დაარტყა და აქედან ერთი გოლი იყო, ხოლო ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს.
ზურიკო დავითაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.5
Flashscore - 6.5
სენტ ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 23 ქულით მე-3 ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 ნოემბერს ტრუას წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა.