Belive

ზურიკო დავითაშვილის ასისტით სენტ ეტიენმა მატჩი ფრედ დაასრულა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში "ნანტი" საკუთარ არენაზე "სენტ ეტიენს" შეხვდა. ზურიკო დავითაშვილის გუნდმა ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ასისტი შეასრულა, ზოგადად "სენტ ეტიენს" მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა ზურიკომ გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 89 წუთი გაატარა. Sofascore-მა ზურიკო დავითაშვილს 6.6 შეფასება დაუწერა, ის ბურთს 34-ჯერ შეეხო, 22 გადაცემიდან 16 ზუსტი იყო (73%), 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 3-ში დარჩა.

Whoscored-ის მიხედვით ქართველმა ფეხბურთელმა 7.0 შეფასება დაიმსახურა.

"სენტ ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 4 ქულით მე-17 პოზიციაზეა (1 მოგება, 1 ფრე, 4 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ზურიკო დავითაშვილის გუნდი 5 ოქტომბერს "ოსერის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები