Belive

ზურიკო დავითაშვილი ევროპაში ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანალიზისა და სტატისტიკის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა whoscored-მა, ევროპის მასშტაბით, გავლილი ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. აღსანიშნავია, რომ "ატალანტა" ევროპის კვირის გუნდში დომინანტია სამი მოთამაშით, "ბრენტფორდს" სიაში 2 მოთამაშე ჰყავს, ხოლო "ბარსელონა", "ფიორენტინა", "მალიორკა", "არსენალი" და "სენტ-ეტიენი" თითო ფეხბურთელით არიან წარმოდგენილი.

სიმბოლურ გუნდში არავის აქვს (ვერავის ექნებოდა) ზურიკო დავითაშვილზე მაღალი შეფასება, ქართველის თამაშში ნაკლი ვერ იპოვეს და მას მაქსიმალური - 10.0 ქულა დაუწერეს. ზურიკოს მცირედით ჩამორჩა ლევანდოვსკი, საკა და დე ხეა.

ზურიკომ ოსერს ჰეთ-თრიქი შეუსრულა, მისი გუნდის ჩემპიონატში გატანილ 6 გოლში კი 5-ში მონაწილეობა აქვს მიღებული.

სხვა სტატიები