Belive

"ქარიზმატული, ცეცხლოვანი და ხუმარა" - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკოზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "სენტ-ეტიენმა" ზურიკო დავითაშვილის საბენეფისო თამაშით "ოსერს" მოუგო და ქართველმა დაამტკიცა, რომ 'მწვანეების' გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც თამაშის საკუთარ თავზე აღება ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ზურიკომ ოსერთან ჰეთ-თრიქი შეასრულა - ეს ქართველების მეორე ჰეთ-თრიქი იყო TOP 5 ჩემპიონატში. ამ მატჩის შემდეგ, onefootball-ის ჟურნალისტებმა, დავითაშვილის ყოფილ თანაგუნდელებთან ჩაწერეს ინტერვიუ.

პირველი კადრი, რომელიც ზურიკო დავითაშვილზე საუბრისას მომდის, არის მისი გოლი "დიჟონთან" 88-ე წუთზე. ის ფეხით ბურთს კარის ზედა კუთხეში ათავსებს - ამან მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება. ზურიკო ძალიან ახლოს იყო დანილო იგნატენკოსთან, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, ისინი ბევრს საუბრობდნენ. ზურიკო რჩებოდა მოედანზე და ბევრს ვარჯიშობდა, რათა უფრო შედეგიანი ყოფილიყო. - მალკომ ბოკელე, დავითაშვილის თანაგუნდელი "ბორდოში"
მან ცოტა რთული პერიოდი გაიარა, რაც ნორმალურია ადაპტაციის დროს. როცა ტოვებ შენს ქვეყანას და ახალ ენასთან შეგუება გიწევს, არასდროს არის მარტივი. ის არის მხიარული ადამიანი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ცეცხლოვანი, ქარიზმატული, რომელსაც უყვარს ხუმრობა. მოედანზე ის ხშირდ რისკავს, რადგან მისი სათამაშო სტილი ასეთია. - გაეტან პოუსენი (ამჟამად "სარაგოსას" მოთამაშე)
შეუძლებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ისვენებს. მახსოვს, ერთ კვირას ბაზაზე მოვედი სამკურნალოდ და ვნახე, რომ ვარჯიშობდა. ჩვეულებრივ, შემტევი მოთამაშეები ცოტა უფრო უდარდელები და თავისუფლები არიან, მაგრამ ის ძალიან შრომისმოყვარეა და ფეხბურთს არ უყურებს ისე, როგორც სამუშაოს. მინდორზე დგომა მისი სიამოვნების წყაროა. - ჟაკ ეკომი (ზურიკოს თანაგუნდელი ბორდოდან)

დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდიდან (ბორდოდან) სენტ-ეტიენში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. მწვანეების გატანილი 6 გოლიდან, ზურიკოს 5-ში მონაწილეობა აქვს მიღებული - 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა.

სხვა სტატიები