Belive

ზურაბ ხიზანიშვილი: ,,ჯაბა კანკავასთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, გადაცემა ,,გუგასთან'' ინტერვიუში, ეროვნულ გუნდში ჯაბა კანკავას შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:

,,ჯაბასთან წლებია ვმეგობრობ და ერთადაც გვითამაშია, თუმცა, არ ვიცი...

საქართველოს ნაკრებს მე ვუყურებ, როგორც ჯარს. ამ თემაზე პირადად კანკავასთან საუბარი არ მქონია, მაგრამ თუ ის ნაკრებში დაბრუნების სურვილს გამოხატავს, ამას ყოველთვის განვიხილავთ. მას ეროვნულ გუნდში დიდი დამსახურება აქვს და მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. - ზურაბ ხიზანიშვილი

ჯაბა კანკავას ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში გამართულ 100 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

37 წლის ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში ბოლოს 2021 წლის 9 ოქტომბერს, საბერძნეთთან წაგებულ მატჩში (0:2) ითამაშა.

მიმდინარე სეზონში კანკავას ,,სლოვანის'' შემადგენლობაში 29 მატჩი აქვს ჩატარებული.