ზორან მარუშიჩი: "ეროვნული ლიგა სერბეთის ჩემპიონატს არ ჩამოუვარდება"
“დინამო თბილისის” თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა სერბულ მედიასაშუალება HotSport-თან საუბრისას საქართველოში გატარებული 2021 წლის სეზონი გაიხსენა, რომელიც მის კარიერაში ინდივიდუალური შედეგიანობის თვალსაზრისით საუკეთესო იყო და ასევე საქართველოსა და მის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
“2021 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო. რომ მეთქვა – ამ ყველაფერს ველოდი, – მოვიტყუები. მჯეროდა, რომ ბევრი გოლის გატანა შემეძლო, მაგრამ ამდენ ჯილდოს არ ველოდი. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც საქართველოში მივაღწიე. Check out our Top https://clickmiamibeach.com/ Tricks to win online slots and jackpots. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი მოტივი, რომ გავაგრძელოთ იგივე რიტმში. მაქვს სურვილი, სხვა ლიგაში ვითამაშო, მაგრამ დასვენების შემდეგ „დინამოს“ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. ვნახოთ, მომავალ სეზონშიც იგივე გუნდის მაისურს მოვირგებ თუ არა.
ჩემი აზრით, სერბეთის სუპერლიგა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით სჯობს. ოთხი-ხუთი კლუბია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუპერლიგას ხარისხით არ ჩამოუვარდება, დანარჩენს კი ეს ხარისხი არ გააჩნია. თუმცა ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ სერბეთის ორ საუკეთესო კლუბის, „ცრვენა ზვეზდასა“ და „პარტიზანის“ დონეზე არ არიან.
„დინამო“ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო კლუბია. გასაგებია, რომ მოლოდინი ყოველთვის დიდია და კლუბის მიზანია ევროპულ ასპარეზზე თავი მაქსიმალურად კარგად გამოიჩინოს. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე უკვე მუშაობს. ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა გაახარებს.
ფეხბურთი საქართველოში არ არის ეროვნული სპორტი, მაგრამ ეს ქვეყანა მდიდარია ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით. დარწმუნებული ვარ, მათ სახელებს რამდენიმე წელიწადში ყველა გაიგებს. მათ უნდა მიიღონ შანსი და თავს გამოავლენენ. სხვადასხვა გუნდებთან თამაშის დროსაც ხშირად ვხედავ მაღალი ხარისხის მეტოქეებს და მიხარია, რომ ლიგაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომლებზეც ქვეყნის ნაკრების მომავალი დგას.
საქართველოში ცხოვრებასთან შეგუება თავიდან რთული იყო, მაგრამ სწრაფად მოვერგე. კულტურა საინტერესოა და ზოგადად მიყვარს ხალხისა და ქვეყნების გაცნობა. ქართველები ჩვენგან იმით განსხვავდებიან, რომ არ ჩქარობენ. მათთან ყველაფერი უფრო ნელი ტემპით მიდის. ფიქრობენ, რომ დრო ყველას აქვს, მაგრამ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო სწრაფად ცხოვრობს”, – თქვა მარუშიჩმა სერბულ მედიასთან საუბრისას.
2021 წლის სეზონში 28 წლის ცენტრ-ფორვარდმა “დინამოს” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა, 17 გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო, 7 საგოლე პასით საუკეთესო ასისტენტი, სეზონის საუკეთესო ლეგიონერი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.