გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოჩი "მილანს" დატოვებს. შვედი ფორვარდი კარიერას "ჰამარბიში" განაგრძობს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა - "როსონერის" მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში კი 4 გოლის გატანა შეძლო. Sky Sports Italia-სა და Football Italia-ს მტკიცებით, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი 31 აგვისტოს იწურება, რის შემდეგაც იგი "ჰამარბის" შეუერთდება.
"როსონერის" რიგებში ზლატანმა ყველა ტურნირზე 96 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა. 2010-11 წლების სეზონში, ზლატანი "მილანთან" ერთად სერია ა-ს გამარჯვებული გახდა.
38 წლის შვედი ფორვარდი "ჰამარბის" წილის მფლობელია - კორონავირუსის პანდემიის დროს, ლატანი "ჰამარბის" ბაზაზე ვარჯიშობდა.