ზლატანი სამშობლოში ბრუნდება?! (ვიდეო)
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვედი სუპერვარსკვლავი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. რამდენიმე წუთის წინ ზლატანის Instagram-ზე პოსტი განთავსდა, რომლის თანახმადაც იგი "ჰამარბის" ღირსებას დაიცავს თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შვედურმა კლუბმა უარყო. "ჰამარბის" წარმომადგენლების მტკიცებით, ზლატანთან მოლაპარაკებები არ გამართულა. იბრაჰიმოვიჩის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1999 წელს "მალმიოში" დაიწყო - იბრამ "მალმიოს" რიგებში 2001 წლამდე იასპარეზა, რის შემდეგაც "აიაქსში" გადავიდა. "აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი", "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი" - ეს იმ ევროპული გრანდების ჩამონათვალია, რომელთა მაისურიც ზლატანმა მოირგო. 2018-19 წლები, ზლატანმა MLS-ში გაატარა. "ლოს ანჯელეს გალაქსის" მაისურით ჩატარებულ 56 შეხვედრაში ზლატანმა 52 გოლის გატანა შეძლო.