Belive

ზლატანი დაშავდა - შვედის ტრავმის სიმძიმე ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ლიდერი და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ზლატან იბრაჰიმოვიჩი სავარაუდოდ, ერთ თვეს გამოტოვებს. "როსონერის" მიერ სეზონის წარმატებული სტარტით დაწყების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი "შავ-წითლებს" შემდეგი 3 ან 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. შვედი ფორვარდის უქმობის მიზეზი "ნაპოლისთან" - 3:1 მოგებულ შეხვედრაში მიღებული მარცხენა თეძოს ტრავმაა, რომელზე ჩატარებულმა გამოკვლევამაც პასუხი ორშაბათს დილით აჩვენა. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა 39 წლის ფორვარდი მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს, სტეფანო პიოლის გუნდს მატჩების ჩატარება ევროპის ლიგაში "ლილის", "სელტიკის", "სპარტა პრღას", სერია A-ში კი "ფიორენტინას", "სამპდორიასა" და "პარმას" წინააღმდეგ მოუწევს. 8 ტურის შემდეგ, "მილანს" 20 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ზლატანის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ  10 შეხვედრაში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები