Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "როსონერის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას თამაშის დონე შეაფასა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაში პოტენციური დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. "დონარუმა დღეს ყველაზე ძლიერი მეკარეა მსოფლიოში. მაგრამ მე მას ამის შესახებ არ ვეუბნები. მას სჭირდება მშიერად დარჩენა. ნორმალური არ არის, რომ მას ჩემპიონთა ლიგის არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული. ნაადრევია იმის თქმა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ადგილი ჩემპიონთა ლიგაში. წინ მთელი წრეა, პლუს ორი მატჩი. ასევე, კონკრეტული მიზნის დასახვა არის ლიმიტის დაწესება, მე კი ამას არასდროს ვაკეთებ. მეორე ადგილი დამარცხებულთა შორის პირველია. მინდა ყოველდღე საუკეთესო დონე ვაჩვენო, მათ შორის ვარჯიშებშიც", - თქვა 39 წლის შვედმა ფორვარდმა. 17 ტურის შემდეგ, "როსონერის" 40 ქულა აქვს და სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას "შავ-წითლები" "კალიარის" წინააღმდეგ, 18 იანვარს გამართავენ. "იბრაკადაბრას" ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 12 მატჩში აქვს ნათამაშები და მის აქტივში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ამ შედეგით ის იტალიის ჩემპიონატის (10 გოლი) ბომბარდირთა დავაში მეოთხეა.  

სხვა სტატიები