ზინედინ ზიდანმა კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა, უპასუხა შეკითხვას თუ რომელ გოლს მიიჩნევს კარიერაში საუკეთესოდ:
,,ჩემი საუკეთესო გოლი? ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლი ლევერკუზენის წინააღმდეგ გავიტანე. ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გვჭირდებოდა...'' - ზინედინ ზიდანი
გარდა ამისა, ზიდანმა დაასახელა საუკეთესო სტადიონი, სადაც ოდესმე უთამაშია: ,,რა თქმა უნდა, სანტიაგო ბერნაბეუ! ეს ნომერ პირველი სტადიონია! ხალხი, სტადიონი, გუნდის ისტორია - ყველაფერი საუკეთესოა!''