Belive

ზიდანმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანურ გუნდში დაბრუნება ნაწილობრივ უარყო. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა El Pais ავრცელებს. როგორც იცით, "ბლანკოსი" ღრმა კრიზისში ჩავარდა. გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-2 მთავარი მწვრთნელი დანიშნა, თუმცა ყველა ტურნირს გამოეთიშა. ამის შემდეგ, ზინედინი "რეალს" ბევრმა ესპანურმა გამოცემამ დაუკავშირა. "მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბში" დაბრუნება გამორიცხულია, თუმცა ივნისში ვიტყვი, ისევ ესპანეთში წავალ თუ სადმე სხვაგან დავიწყებ მუშაობას," - განაცხადა ზიდანმა. ცნობისთვის, ფრანგს "რეალთან" ერთად, "იუვესაც" უკავშირებენ. ვარაუდობენ, რომ მომდევნო სეზონში ზიდანი ალეგრის შეცვლის.

სხვა სტატიები