Belive

ხულენ ლოპეტეგი: "ეს ამბის ბედნიერი დასასრულია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში "ინტერთან" (3: 2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ეს არის განსაკუთრებული ემოცია ჩვენთვის, ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს ამბის ბედნიერი დასასრულია.  ლუკ დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მთელი მატჩი შესანიშნავად იმუშავა და შესაბამის დროს საჭირო ადგილზე იყო. შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუნი გვქონდა, მაგრამ "სევილია" არასდროს ნებდება. რაც შეეხება ბანეგას კლუბიდან წასვლას, არ მიკვირს. სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და ძლიერი ხასიათი აქვს", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ვეტერანი მეკარე, რომელიც ესპანეთის ნაკრებიდან და "მადრიდის რეალიდან" დაითხოვეს, 1 წლის წინ ანდალუსიურ კლუბში დაინიშნა და გუნდს რიგით მეექვსე ევროპის ლიგა მოაგებინა.  

სხვა სტატიები