Belive

ზიდანი: ,,როგორ შევაფასებდი მესის ერთი სიტყვით? - მაგია''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ადიდასმა სოციალურ ქსელში ორი ლეგენდარული ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანისა და ლეო მესის დიალოგის ვიდეო გამოაქვეყნა.

მსოფლიო ჩემპიონებს ერთმანეთის დახასიათება სთხოვეს:

,,პირველად რა მახსენდება მესის გაგონებისას? ერთადერთი სიტყვა - მაგია!

მე და ლეო ყოველ დღე ერთად არ ვართ, ამიტომ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან შემიძლია ვუთხრა, რომ მისით აღფრთოვანებული ვარ. ეს მაგიაა, რადგან მან ბურთის მიღებამდე იცის, რისი გაკეთებაა საჭირო. ხალხს ფეხბურთში სწორედ ამის ხილვა სურს. ასეთები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ მისნაირი არავინაა.'' - ზინედინ ზიდანი
,,ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის აქ არის, ეს აქამდეც არაერთხელ მითქვამს - ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და ძალიან მომწონდა. მახსოვს რეალი, გალაქტიკო, მოგებული ევროთასი. ზიდანი ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო - ელეგანტურობა, არტისტულობა, მაგია, ყველაფერი ჰქონდა. ვიმეორებ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის აქ ზის.

მახსოვს გოლი ლევერკუზენის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გოლები მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიასთან ფინალური მატჩი, მისი ცრუმოძრაობა (რულეტი). ზიდანის თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო.'' - ლეო მესი

სხვა სტატიები